ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ანხელ დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება, თუმცა პრობლემა არსებობს - დი მარიას ხელფასი.
არგენტინელი პარიზელებს იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ხელფასი გაუზრდიან. საუბარია სეზონში 12 მილიონ ევროზე. ამ ეტაპზე პსჟ-ს პასუხი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ დი მარია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდში მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 30 წლის ანხელი მუდმივად თამაშობს და კარგ სეზონსაც ატარებს. მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.