ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტს როგორც ჩანს ნოსტალგია მოეძალა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ლიგა 1-ში უკეთესი გულშეატკივრობაა, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგაში.
„ლიგა 1-ის ატმოსფერო მაკლია. ინგლისში უფრო მეტად მაყურებლები არიან, ვიდრე გულშემატკივრები. საფრანგეთის სტადიონებზე ბევრად კარგი ატმოსფეროა, ვიდრე ინგლისში“, - აღნიშნა ლაკაზეტმა.
შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი „არსენალში“ 2017 წელს ლიონის „ოლიმპიკიდან“ გადაბარგდა.