„ბორნმუთის“ ჰოლანდიელმა მცველმა, ნათან აკემ სეზონის დასაწყისში კარგი თამაშით ბობოლა კლუბებიც დააინტერესა. The Telegraph-ის ცნობით „პატარა გულიტის“ საკუთარ რიგებში ხილვა „ტოტენჰემს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუნდომებიათ.
თუმცა, ფეხბურთელის სხვა კლუბში გადასვლას ხელი შესაძლოა, „ჩელსიმ“ შეუშალოს. საქმე ის არის, რომ „არისტოკრატებმა“ აკე „ბორნმუთში“ 23 მილიონ ევროდ გაყიდეს, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩაწერეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ჩელსიმ“ მოთამაშის პრიორიტეტული გამოსყიდვის უფლება დაიტოვა (დაახლოებით 45 მილონი ევროს ფარგლებში). ამიტომ, „ბორნმუთი“ იძულებული იქნება „ჩელსის“ აცნობოს, თუ რომელიმე კლუბი მისი შეძენის შესახებ მიმართავს.