არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მარიო კემპესმა დიეგო მარადონას ლეო მესისადმი კრიტიკას უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ახლახან მარადონამ მესის ხასიათის სიმტკიცე დაუწუნა. რბილი ხასიათი აქვს და ნაკრების ლიდერი იმიტომ ვერ გახდაო.
„ყოველთვის, როცა მარადონა პირს დააღებს, პრობლემები იწყება. საქმე ის არის რომ დიეგო არავის სცემს პატივს, ის კი თავისი კარიერის გამო ყველას უყვარს და არავინ ახსენებს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წაგებულ ფინალს.
მესი მსოფლიოს საუკეთსო ფეხბურთელია და ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ის არგენტინელია. მარადონას დრო კი წავიდა. ის აღარ არის მისაბაძი ახალგაზრდებისთვის. ამიტომ ზოგჯერ ენას კბილს თუ დააჭერს, ძალიან კარგი იქნება.“ - უთხრა კემპესმა Mundo Deportivo-ს.