ფეხბურთი

1:57 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინეთი აღზევდა, ლუქსემბურგი გალიდერდა, ინგლისმა შანსი დაიტოვა

ერთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე საინტრესო გამოდგა და კონტურები გამოიკვეთა. მაგალითად უკვე ვიცით, რომ მომდევნო გათამაშებაში B დივიზიონში დაქვეითდა ისლანდია, ფინეთი თავის მხრივ C დივიზიონიდან B-ში დაწინაურდა. ინგლისმა კი შეინარჩუნა შანსი, რომ ჯგუფში იპირველოს.

A დივიზიონი, II ჯგუფი

რეიკიავიკში შვეიცარიის ნაკრებმა ისლანდიის ნაკრები მიწაზე დააბრუნა და დაანახა, რომ A დივიზიონისთვის მოწიფული არაა. ევრო 2016-ის აღმოჩენამ აქამდე ჩატარებული სამივე თამაში უშანსოდ წააგო და ნაადრევად გაიფორმა დივიზიონით ჩამოქვეითება. თუმცა, შვეიცარიასთან მატჩში ისლანდიელთათვის ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი მაინც მოხდა - ერთა ლიგაზე ისტორიაში პირველი გოლი გაიტანეს. ეს ალფრედ ფინბოგასონის ანგარიშზე ჩაიწერა.

თავის მხრივ შვეიცარიის ნაკრები ბელგიას გათანაბრდა ქულებით და თუ ნახევარფინალში თამაში უნდა, საკუთარ მოედანზე "წითელ ეშმაკებს" აუცილებლად უნდა მოუგოს.

ისლანდია - შვეიცარია 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (52), 0:2 ლანგი (67), 1:2 ფინბოგასონი (81)

მომდევნო ტური - 15 ნოემბერი

ბელგია - ისლანდია

A დივიზიონი, IV ჯგუფი

დღის ცენტრალური მატჩი სევილიაში შედგა, სადაც „ბენიტო ვილამარინზე“ ესპანეთმა ინგლისი მიიღო და შანსი ჰქონდა პირველი ნაკრები გამხდარიყო უმაღლესი დივიზიონიდან, რომელიც პლეი-ოფის გაინაღდებდა. თუმცა, „ფურია როხამ“ შანსი გაანიავა.

ცოტა უცნაური შეხვედრა გამოდგა. ესპანეთი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რადგან გარეთ საუთგეიტის გუნდი სამბურთიანი სხვაობით იგებდა. მართალია მაორე ტაიმში პაკო ალკასერმა ისევ გაიტანა, ხოლო მსაჯის მეშვიდე დამატებულ წუთზე სერხიო რამოსმაც შეაგდო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ინგლისმა მაინც მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა.

საინტერესოა, რომ ინგლისის ნაკრებმა კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა. მაშინ, როდესაც მასპინძლებს 20 მცდელობა ჰქონდათ...

შედეგად, ესპანეთს 6 ქულა აქვს, ინგლისს - 4. ორივეს თითო თამაში დარჩა ჩასატარებელი და ორივეს ხორვატიასთან. განსხვავება ისაა, რომ პირინელებს სტუმრად, ალბიონელებს - სახლში.

ესპანეთი - ინგლისი 2:3 (0:3) VIDEO

სევილია, „ბენიტო ვილამარინი“

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა; ჯონი, ნაჩო, სერხიო რამოსი, ალონსო; ტიაგო ალკანტარა, ბუსკეტსი, საულ ნიგეზი (ალკასერი 56); იაგო ასპასი (სებალიოსი 57), როდრიგო (მორატა 72), ასენსიო

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ინგლისი (4-3-1-2): პიკფორდი; ტრიპიერი (ალექსანდერ-არნოლდი 85), მაგუაირი, გომესი, ჩილველი; ბარკლი (უოლკერი 75), დაიერი, ვინკსი (ჩალობა 90); სტერლინგი; რაშფორდი, კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 0:1 სტერლინგი (16), 0:2 რაშფორდი (30), 0:3 სტერლინგი (38), 1:3 ალკასერი (59), 2:3 სერხიო რამოსი (90)

გაფრთხილება: სერხიო რამოსი (65), ჯონი (75), სებალიოსი (87), მორატა (90) - დაიერი (12), ვინკსი (65), მაგუაირი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (6) – 3 (3) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 12:0 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

მომდევნო ტური - 15 ნოემბერი

ხორვატია - ესპანეთი

B დივიზიონი, III ჯგუფი

ბოსნიის ნაკრები ძალიან ახლოსაა დივიზიონით აღზევებასთან. ედინ ჯეკოს დუბლმა ბოსნიელებს მესამე თამაში მოაგებინა. ამჯერად, აუტსაიდერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჯგუფში ბევრი რამ გარკვეულია: ბოსნიას 9 ქულა აქვს, ავსტრიას 3, ჩრდ. ირლანდიას - 0. ძნელად სავარაუდოა, რომ მოცემული თანმიმდევრობა დაირღვეს.

ბოსნია - ჩრდ. ირლანდია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯეკო (27), 2:0 ჯეკო (73)

მომდევნო ტური - 15 ნოემბერი

ავსტრია - ბოსნია

C დივიზიონი, II ჯგუფი

საოცარია ფინეთის ნაკრები - ოთხი თამაში, ოთხი მოგება, არცერთი გაშვებული გოლი და უკვე გაფორმებული B დივიზიონის საგზური (შესაბამისად, ნახევარფინალის საგზური). ფინელებმა მორიგი მშრალი გამარჯვება საბერძნეთის ნაკრებთან მოიპოვეს და ზეიმს მიეცნენ.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი კი გაცილებით უხგვოლიანი გამოდგა. ესტონეთმა და უნგრეთმა კარგად იმხიარულეს და სამ-სამჯერ გაუტანეს ერთმანეთს. ესტონელთათვის ეს პირველი ქულა იყო მიმდინარე ტურნირზე, თუმცა D დივიზიონში დაქვეითებისგან, ალბათ თავს ვეღარ გადაირჩენს.

ესტონეთი - უნგრეთი 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 ლუტსი (20), 1:1 ნადი (24), 1:2 შალაი (54), 2:2 პატკაი (70, ა.გ), 3:2 ანიერი (79), 3:3 შალაი (81)

ფინეთი - საბერძნეთი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სოირი (46), 2:0 კამარა (89)

მომდევნო ტური - 15 ნოემბერი

საბერძნეთი - ფინეთი

უნგრეთი - ესტონეთი

D დივიზიონი, II ჯგუფი

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო D დივიზიონშიც შედგა ორი მატჩი. კერძოდ, მეორე ჯგუფში. სადაც, ლიდერი წინა ტურშიც შეიცვალა და ახლაც. ბელარუსმა ლიდერობა ოდენ სამი დღე შეინარჩუნა და მოლდოვასთან სახლში უგოლო ფრის შემდეგ მეორე ადგილზე დაბრუნდა. სხვათა შორის, ბელარუსის ნაკრებმა ამ ჯგუფში მოლდოვას ვერც შინ მოუგო და ვერც - გარეთ.

ლუქსემბურგის ნაკრებმა მშვენივრად ისარგებლა კონკურენტის წაფორხილებით და დაიბრუნა დაკარგული ლიდერობა. ეს მას შემდეგ, რაც სან მარინო მარტივად დაამარცხა - 3:0.

და მაინც, ამ ჯგუფში მეტად დაძაბული ვითარებაა: ლუქსემბურგს 9 ქულა აქვს, ბელარუსს 8, მოლდოვაც ინარჩუნებს შანსს 5 ქულით. მომდევნო ტური ბევრ კითხვას გასცემს პასუხს: ლუქსემბურგი - ბელარუსი.

ბელარუსი - მოლდოვა 0:0 (0:0)

ლუქსემბურგი - სან მარინო 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტურპელი (4), 2:0 სინანი (65), 3:0 ტილი (73)

მომდევნო ტური - 15 ნოემბერი

ლუქსემბურგი - ბელარუსი

სან მარინო - მოლდოვა

თეგებიერთა ლიგა
0.271574