ჭადრაკი

22:55 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნონას” მე-4 გამარჯვება

ქართული საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე უდანაკარგო სვლას განაგრძობს. ბერძნულ ჰალკიდიკიში მიმდინარე ტურნირის მე-4 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ფრანგული “მულჰაუზ ფილიდორი” 3.5:0.5 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს “მონტე კარლოსთან” ერთად ლიდერობს.

ფრანგულ გუნდთან პაექრობისას პარტიები ნინო ბაციაშვილმა (2482), ბელა ხოტენაშვილმა (2469) და სალომე მელიამ (2387) მოიგეს, ნანა ძაგნიძემ (2509) კი ფრედ ითამაშა.
მე-5 ტურში “ნონა” ძალებს უკრაინულ კიევის ჭადრაკის ფედერაციის გუნდთან მოსინჯავს, რომლის ღირსებასაც ნატალია ჟუკოვა (2403), იულია ოსმაკი (2405), ინა გაპონენკო (2409) და ოლგა ბაბიი (2310) იცავენ.

0.115766