თამაშგარე

20:36 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

“პირში მზრახველი“ ბარ რაფაელი

კატალონიის “ბარსელონას“ ქომაგობაში სულამომძვრალი ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი, ნამეტანავად წუხს მისი საყვარელი კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და დაუფარავად აცხადებს, რომ ამჟამინდელი “ბარსელონას“ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი არაა ის სანახაობა, რის გამოც თავის დროზე აღნიშული კლუბის ქომაგობა დაწყო.

ბარ რაფაელის აზრით, “ბარსელონას“ ახლა აკლია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - ფეხბურთისადმი პოეტური მიდგომა, რაც ამ კლუბის მიერ მიღწეულ ტრადიციულად დიდ შედგეგებზე მხოლოდ მაშინ აისახება, როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელების მოტივირებას მუდმივად ახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბარ რაფაელი კატალონიური კლუბის მუდმივი და ერთგული ქომაგია, იგი არასოდეს გამოირჩეოდა საყვარელი გუნდის მხოლოდ ქება-დიდებით. რაფაელის მშვენიერ ბაგეებს “ბარსელონას“ კრიტიკაც არაერთხელ დასცდენია. ეს ალბათ მართლაც ის შემთხვევაა, როდესაც “მოყვარეს პირში უნდა უზრახო“.

0.162163