ჭადრაკი

23:05 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნონამ” რუსები დაამარცხა

ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” ევროპის საკლუბო ჩემიონატზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

ქართველმა მოჭადრაკეებმა მორიგი შეხვედრა პრინციპულ მეტოქე – რუსულ “უგრასთან” გამართეს და 2.5:1.5 იმარჯვეს.
გადამწყვეტი ლელა ჯავახიშვილისა (2475) ოლგა გირიას (2479) პარტია გამოდგა, რომელიც ქართველმა თეთრი ფიგურებით მოიგო.
ეს 2 ქულის ასაღებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რადგანაც ნანა ძაგნიძე (2509) ანა უშენინას (2451) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილი (2482) – ნატალია პოგონინას (2485), ხოლო ბელა ხოტენაშვილი (2469) – მარინა ნეჩაევას (2409).
“ნონამ” 6 ქულა მოაგროვა და პირველ-მეორე ადგილებს ასევე ქულათა მაქსიმუმის მქონე “მონტე-კარლოსთან” იყოფს, რომელმაც დღეს სლოვენიურ “მარიბორს” 4:0 სძლია.
მე-4 ტურში, 15 ოქტომბერს, “ნონა” ფრანგულ “მულჰაუზ ფილიდორს” გაეჯიბრება, რომელიც 3 ქულით მე-7 საფეხურზე იმყოფება.

0.115229