ამსტერდამის „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების თინეიჯერ მცველი მატიის დე ლიგტი ალბათ მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიული მცველია. რა გასაკვირია, რომ ჰოლანდიელს უკვე აკავშირებენ ევროპულ გრანდებთან.
მაგალითად, „ბარსელონასთან“, „მანჩესტერთან“, „იუვენტუსთან“. თუმცა თავად 19 წლის ფეხბურთელი ჯერ „აიაქსის“ დატოვებას არ გეგმავს:
„ბარსელონა“ თუ „მანჩესტერი“? - დაწერეთ „აიაქსი“. არ მინდა ჭორებს ყურადღება მივაქციო და მსურს, მთელი კონცენტრირება „აიაქსზე“ მოვახდინო. მაგრამ თუ არჩევანს მთხოვთ, ბარსელონასა და მანნჩესტერს შორის, ვიტყვი, რომ მზე მიყვარს“, - აღნიშნა დე ლიგტმა.
მოკლედ, როგორც ხედავთ, ჰოლანდიელმა წვიმიან მანჩესტერს მზიანი ბარსელონა ამჯობინა. თუმცა, საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას ჯერ არცერთში აპირებს და „აიაქსის“ ერთგული რჩება.