ფეხბურთი

14:43 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: „ახლავე ვხედავ ამ ჰოლანდიის ნაკრების დიდ მომავალს“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ჰოლანდიელებმა გერმანიას 3:0 მოუგეს.

„ყველაზე სასიამოვნო ტაბლოზე 3:0-ის ხილვაა. გარკვეულ მომენტებში რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თამაში სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართულიყო. თავიდან ცოტა ზერელედ ვაგორებდით ბურთს, რამაც ვერნერს რამდენიმე მომენტი შეაქმნევინა. მაგრამ მალევე გამოვსწორდით და ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ კუთხურიდან. შემდეგ კი, არსებობს ერთი აუცილებელი პირობა: გერმანელებს არასოდეს უნდა მისცე სივრცე, თორემ საქმე ცუდად წაგივა. ბურთის კონტროლი არ დაგვიკარგავს და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ.

შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ეროვნული გუნდით. მოთამაშეები იბრძოდნენ, ცდილობდნენ და შედეგსაც მიაღწიეს. 3-4 წელიწადში დებიუტანტები დაკაცდებიან, უფრო გაძლიერდებიან. ახლავე ვხედავ ამ ნაკრების დიდ მომავალს.“ - უთხრა კუმანმა De Telegraaf-ს.

0.116238