ფეხბურთი

13:23 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: „ანრი „მონაკოსთვის“ კარგი არჩევანია“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა, ტიერი ანრის „მონაკოს“ მთავარ მწვთნელად დანიშვნის თობაზე ისაუბრა: „ტიერი კარგი არჩევანია „მონაკოსთვის.“ ის ჭკვიანია და კარგად ესმის ფეხბურთი. ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ამ დონეზე სამუშაოდ. მას ენდობიან.

თუმცა, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებისას, ცოტა იღბალიცაა საჭირო. მას გარკვეულ მსხვერპლზეც მოუწევს წასვლა.“ - უთხრა ვენგერმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ ანრიმ თავის დროზე „მონაკოში“ თამაში სწორედ ვენგერის ხელმძღვანელობით დაიწყო.

0.109892