სხვა

13:50 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებენ

20-27 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქი ზამოსცი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც საქართველოს ნაკრებიც გამოვა.

იუნიორთა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა მალხაზ ლომთაძემ და გიორგი ასანიძემ ის შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც პოლონურ ფიცარნაგზე წარსდგება.

20 წლამდე ნაკრები:
გიგი პატარაშვილი 77 კგ.
რევაზ დავითაძე 85 კგ.
ნოდარ კაკაბაძე 85 კგ.
ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.

23 წლამდე ნაკრები:
გოდერძი ბერდელიძე 62 კგ.
გიორგი დოკვაძე 62 კგ.
გოგა ჩხეიძე 69 კგ.
ირაკლი გაბრიჭიძე 77 კგ.
ანტონ პლესნოი 94 კგ.
დავით ხეცურიანი 105 კგ.
გიორგი ჩხეიძე +105 კგ.
ბაქარ თურმანიძე +105 კგ.
ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.

0.109696