ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.
შაფათავა და რუსი ამინა ანშბა იტალიურ შეჯიბრზე მე-3 ნომრად იყვნენ განთესილნი და 2 გამარჯვება იზეიმეს, ნახევარფინალში კი, პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-უნგრულ დუეტს (დინუ-იანი) ვერ გაუმკლავდნენ 5:7, 1:6.