ფეხბურთი

2:30 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "მოლოდინის რეჟიმში ვარ"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ბოლო ერთი თვეა უგუნდოდაა. მიუხედავად ამისა, ერთა ლიგის გათამაშებაში ზედიზედ სამი შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. როგორც ქართველმა კარის დარაჯმა განაცხადა, ეს სასიამოვნო გრძნობაა.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, მისი თქმით, მოლოდინის რეჟიმში იმყოფება:

„კმაყოფილები ვართ. სასიამოვნოა, რადგან მეკარისთვის ბევრს ნიშნავს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. თანაც, ოფიციალურ თამაშებში ზედიზედ 3-ჯერ რომ გოლს არ გაუშვებ... უნდა ვეცადო, რომ ასე გავაგრძელო.

ახლა ისე მოხდა, რომ უგუნდოდ ვარ, მაგრამ დამაჯერებლობას რაც შეეხება, ნებისმიერ თამაშში ყოველთვის ვცდილობ, რომ გოლი არ გავუშვა.

მინდა, „დინამოს“ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ერთ თვეა ამ გუნდში ვვარჯიშობ. რაც შეეხება ახალ კლუბს, ვნახოთ, მოლოდინის რეჟიმში ვარ“, - განაცხადა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიასთან ჩატარებს.

0.118717