კალათბურთი

1:12 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ორმაგი დუბლი და MVP-ს ტიტული (+VIDEO)

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ადრიატიკის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა, ქართველი კალათბურთელი კი ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სერბული კლუბი ზაგრებში “ცედევიტას” სტუმრობდა და ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა, 95:86 მოიგო, ჩვენებური კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:52 წუთში 16 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს, შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“მეგა ბემაქსს” ადრიატიკის ლიგის 3 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგი აქვს და სატურნირო ცხრილს ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 19 ოქტომბერს, შინ, სლოვენიურ “ოლიმპიასთან” გამართავს.

0.12246