მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები კრიზისი გზად დაადგა. საერთოდაც, ბალკანელებმა ისე მოიპოვეს მუნდიალზე ვერცხლის მედლები პლეი-ოფში თამაში არ მოუგიათ.
ფაქტია, ძირითად დროში ზლატკო დალიჩის გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა. დანიასა და რუსეთს მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში, ხოლო ინგლისს დამატებით დროში აჯობა.
აი, ინგლისთან მატჩის შემდეგ კი, ხორვატია საერთოდ მოუგებლად თამაშობს. ფინალში საფრანგეთთან წააგო, რასაც სამი წარუმატებელი შეხვედრა მოჰყვა: ამხანაგური მატჩი პორტუგალიასთან (1:1) და ერთა ლიგაზე ესპანეთთან მარცხი (0:6), ინგლისთან ფრე (0:0).
ამრიგად, ხორვატიას უკვე მიჯრით 4 თამაშია არ მოუგია. აი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მუნდიალის ნახევარფინალში 90 წუთში ვერც ინგლისი დაამარცხა, მაშინ გამოდის, რომ უკვე 7-მატჩიანი მოუგებელი სერიაა.
ისე კი, ხორვატიის ნაკრებს მსგავსი ცუდი შედეგი ბოლოს 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ზედიზედ 6 თამაშში ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას.