ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ბრაზილიელ გაბრიელა სეს გაეჯიბრა და 1:6, 6:3, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში შაფათავა და რუსი ამინა ანშბა პირველი განთესვის მქონე რუმინელ დინუსა და უნგრელ იანის პირველ სეტში 1:1-ზე გაეყარნენ. მატჩის დასრულება ვერ მოხერხდა და ხვალ გაგრძელდება.