ფეხბურთი

17:35 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "6 ქულა კარგია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანდორასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, კარგია, რომ საქართელოს 6 ქულა აქვს, მაგრამ მოდუნების უფლება არ აქვთ:

„ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ, ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა და ყველა ფეხბურთელს გათავისებული აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გავიმარჯვოთ", - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას 13 ოქტომბერს, თბილისში, ანდორის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. სამი დღის შემდეგ კი „ჯვაროსნები“ რიგაში, ლატვიას დაუპირისპირდება.

0.113687