ჩოგბურთი

15:16 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსის ნახევარფინალშია

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსის 1/4-ფინალში კევინ ანდერსონი 7:6, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 6:5-ზე, სამხრეთ აფრიკელის სასარგებლოდ, ანდერსონს სეტ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ნოლემ ტაი-ბრეიკზე 7:1 იოლად მოიგო. მეორე პარტიაში კი ჯოკოვიჩმა ერთი უპასუხო ბრეიკი შეასრულა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ნახევარფინალში ნოვაკი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:2-ს აგებს.

0.123218