ფეხბურთი

10:53 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამაევი და კოკორინი - ტრანსფერი ციხეში

“კრასნოდარის“ ფეხბურთელი პაველ მამაევი, ზენიტელ მეგობარ ალეკსანდრ კოკორინთან ერთად, ორი თვით დააპატიმრეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის სასამრთლომ.

გამოძიებამ დაკავება იმით ახსნა, რომ მათ შეუძლიათ დაიმალონ ან მოწმეებზე მოახდინონ ზემოქმედება.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ამ ფეხბურთელებმა სხვადასხვა ადგილზე ორი უცნობი ადამიანი სასტიკად სცემეს. ორივე საავადმყოფოში მოხვდა.

0.131489