ჩოგბურთი

23:12 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
ბოლქვაძე ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს გაეჯიბრა და 4:6, 5:7 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში ბოლქვაძე და ხორვატი ანა ვრლიჩი უმთავრე ფავორიტებად შერაცხულ ჰოლანდიურ-ამერიკულ დუეტს (კრაიჩეკი-ნილი) ვერ გაუმკლავდნენ – 0:6, 2:6.

0.133269