ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს. როგორც „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა მისი გუნდის უპირველესი სამიზნე სწორედ ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირია.
„ზედიზედ 7 სკუდეტოსა და 4 იტალიის თასის მოგების შემდეგ დროა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ამ ტურნირზე უკანასკნელ 4 წელიწადში 2 ფინალი ვითამაშეთ და ახლა გამარჯვების დრო მოვიდა“, - აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგა 1996 წლის შემდეგ არ მოუგია და საერთო ჯამში 7, ხოლო მიჯრით ბოლო 5 ფინალი წააგო.