სხვა

18:41 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის 133-ე სესიაზე ტოკიოს თამაშებისთვის დევნილთა გუნდის შექმნა გადაწყდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა (IOC) ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ლტოლვილთა გუნდის შექმნას დაუჭირა მხარი.

IOC-ის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ბუენოს აირესის 133-ე სესიაზე. თამაშებში მონაწილეობის პირობები და მის წევრთა შერჩევის წესი განისაზღვრება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან, სპორტულ ფედერაციებთან, ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და დევნილთა საკითხებში გაეროს სააგენტოსთან თანამშრომლობით. გუნდის წევრთან ვინაობა გამოცხადდება 2020 წელს.

„IOC-ის სესიამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. იდეალურ სამყაროში ოლიმპიური თამაშებისთვის დევნილთა გუნდის შექმნის აუცილებლობა არ გვექნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზები, რომლის გამოც რიო დე ჟანეიროს თამაშების წინ პირველად შევქმენით ასეთი გუნდი, კვლავაც რჩება. ყველაფერს ვიღონებთ, რომ დევნილ ათლეტებს ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში მივცეთ სახლი და დროშა იქ, სადაც წარმოდგენილი იქნებიან 206 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ათლეტები“, - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

www.geonoc.org.ge

0.117756