ძიუდო

22:56 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძეს ისტორიულ ოქრომდე ცოტა დააკლდა

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა – ვერცხლი და ბრინჯაო.

ძიუდოისტ ილია სულამანიძეს (100 კგ) შეძლო საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი მოეტანა ახალგაზრდული ოლიმპიადების ისტორიაში, მაგრამ... საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. ჭაბუკთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა 17 წლის ქართველმა ფინალის გზაზე სლოვენიელი როკ პოგორევცი, არგენტინელი ალეხო ბურგოსი და თურქი ომერ აიდინი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი მერვე წუთზე წააგო ვაზარით ჭაბუკებს შორის აზიის შარშანდელ ჩემპიონთან - ყაზახ ბეკარის სადუაკასთან.

დღესვე, ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე ავიდა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე. გვიან ღამით ჩაებმება ოლიმპიურ კონკურენციაში ძალოსანი არჩილ მალაყმაძე (69 კგ).

0.104743