მადრიდის "რეალი" მზადაა "ტოტენჰემის" 25 წლის შემტევ ჰარი კეინში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას elconfidencial.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მადრიდელები კეინის დამატებას, ან ზამთარში, ან 2019 წლის ზაფხულში აპირებენ.
კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.
მიმდინარე სეზონში ჰარიმ ყველა ტურნირზე ერთად 10 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.