ფეხბურთი

19:00 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" დამარცხება მხოლოდ ახალი კალჩოპოლის შექმნითაა შესაძლებელი

იტალიის ჩემპიონ ტურინის"იუვენტუსს" მხოლოდ კალჩოპოლი შეაჩერებს. ასეთი მოსაზრება "ბებერი ქალბატონის" ყოფილ გენერალურ დირექტორ ლუჩანო მოჯის ეკუთვნის, რომელმაც სოციალურ ქსელში კითხვას უპასუხა:

"როგორ შეიძლება "იუვენტუსის" დამარცხება? - მხოლოდ და მხოლოდ ახალი კალჩოპოლის გამოგონებით", - უპასუხა ლუჩანომ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" სკუდეტო ზედიზედ შვიდჯერ მოიგო და მიმდინარე სეზონშიც 8-დან 8 თამაში მოიგო. 2006 წელს კი კლუბი მსაჯებთან ურთიერთობის გამო დასაჯეს და სერია B-ში დააქვეითეს.

0.1176