ფეხბურთი

14:17 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუსმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა ადგილზე ორი უცნობი სასტიკად სცემეს

სანკტ პეტერბურგის „ზენიტის“ შემტევმა, ალეკსანდრ კოკორინმა და ჩვენი თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარელმა თანაგუნდელმა, პაველ მამაევმა მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში უცნობი მამკაცი სცემეს, რომელიც სასწრაფომ ჰოსპიტალში გადაიყვანა. სააგენტო Mash-ის ინფორმაციით, ორეული ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთან ერთად სასაუზმოდ შევიდა. ისინი თავიდანვე ხმაურობდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა მამაკაცმა მათ შენიშვნა მისცა, ამათ კი მას ჯერ სკამები ესროლეს, მერე კი უმოწყალოდ სცემეს.

Mash-მა მოგვიანებით ახალი ინფორმციაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კაფეს ინციდენტამდე ამათ კიდევ ერთი მოქალაქე უცემიათ. დილის 8 საათზე მთვრალი ფეხბურთელები კლუბიდან გამოსულან, პარკინგზე მდგარ მანქანებისთვის წიხლები დაუშენიათ და როცა გამვლელს შენიშვნა მიუცია, ისიც წაუქცევიათ და სასტიკად უცემიათ. დაზარალებულს თავის ქალის ტრავმა მიუღია და ამჟამად რეანიმაციაში წევს. ეს კაცი პორველი არხის ჟურნალისტის, ოლგა უშაკოვას მძღოლი აღმოჩენილა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მამაევის მეუღლე ალანა ამბობს, ალბათ ძალიან მთვრალები იყვენენ, თორემ ასეთ უმსგავსობას როგორ ჩაიდენდნენო.

ატყდა ერთი ამბავი. ოფიციალური, დამგმობი განცხადებები გააკეთა თითქმის ყველა ორგანიზაციამ, რომელსაც ოდნავი კავშირი მაინც აქვს ფეხბურთთან. „ზენიტი“ და“კრასნოდარი“ კი ფეხბურთელების მკაცრად დასჯას და კონტრაქტების გაწყვეტას აპირებენ.

0.122076