კალათბურთი

13:55 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 პასი ბრუკლინელებთან

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” მორიგი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა და მიჩიგანურ “ლითლ სეზარს არენაზე” “ბრუკლინ ნეთსთან” წააგო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, ფინიში ადგილობრივი პუბლიკის (თამაშს 7 691 მაყურებელი დაესწრო) სამწუხარო გამოდგა: დეტროიტელები ოვერტაიმში 108:110 დამარცხდნენ.

ფაჩულია თამაშში სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო და 17 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სათადარიგო უკანახაზელი ლენგსტონ გალოვეი იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი (14 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, ბლეიკ გრიფინს კი იგივემდე მცირედი დააკლდა – 17 ქულა, 9 მოხსნა. ბრუკლინელთაგან 25 ქულით დ’ანჯელო რასელი გამოირჩა.
“პისტონსი” დასკვნით საგამოფენო შეხვედრას 12 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც “ვაშინგტონ უიზარდსს” უმასპინძლებს.

0.211499