ბუნდესლიგა

13:38 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამიდან ერთი ფრანგი "ბაიერნისთვის“

უახლოეს ხანში მიუნხენის „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში შესაძლოა, ცვლილება მოხდეს. გვამცნობს Bild-ი. წყარო იუწყება, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს ხორვატი ნიკო კოვაჩის შემცვლელს.

ასახელებენ ამჟამად სამი უმუშევარი ფრანგი მწვრთნელის სახელს: ზინედინ ზიდანს, ლორან ბლანს და არსენ ვენგერს. ზიდანმა გაზაფხულზე დატოვა „რეალი,“ ვენგერმა ზაფხულში „არსენალი,“ ბლანი კი 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა პსჟ-ს.

ბოლო სამ შეხვედრაში „ბაიერნმა“ ორი წააგო, ერთი მატჩი ფრედ ითამაშა და შვიდი ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეა.

0.116633