ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ბუენოს აირესში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 133-ე სესია.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზებას.
„შთამბეჭდავია ის, თუ როგორ მასპინძლობს თამაშებს არგენტინა. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყანა. მიუხედავად ამისა, გახსნის ცერემონიის და სპორტული ასპარეზობების მიმართ დავინახეთდა ვხედავთ უდიდეს ყურადღებას", - განაცხადა თომას ბახმა.
სესიის პირველი დღე დაეთმობა შემდგომი ოლიმპიადების ორგანიზებასთან დაკავშირებულ მოხსენებებს, ასევე პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მოხსენებას.
www.geonoc.org.ge