„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა კლუბთან ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ თანხმდება, რადგან ხელფასი ეცოტავება - წერს The Telegraph-ი.
მის მიმდინარე ხელშეკრულებას 2019 წლის ზაფხულში გასდის ყავლი და შემდეგ, შესაძლოა, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. 27 წლის ფეხბურთელს არ უნდა თანაგუნდელებზე, პოლ პოგბაზე და ალექსის სანჩესზე ნაკლები ანაზღურება ჰქონდეს. პოგბას ამჟამინდელი ჯამაგირი კვირაში 200 ათასი გირვანქაა (დაახლოებით 227 ათასი ევრო).
პრემიერლიგის რვა ტურის შემდეგ კი „მანჩესტერი“ 13 ქულით მერვე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რად უნდოდა რეალს კურტუა, ეს და ნავასი სჯობს ჩემი აზრით, მესის დირკას
და სად უნდა წავიდეს? : )) რეალმა უკვე დაითრია კურტუა და მშვენიერი მეკარე ჰყავს ზამენაზეც.
ბარსას შტეგენი ჰყავს.
ბაიერნს ნოიერი.
ლივერპულს, სიტის მშვენიერი მეკარეები ჰყავთ.
სად წავა? პ.ს.ჟ - ში? : )))
დავაი იუვეში!