ფეხბურთი

2:40 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას "გენტი" უმწვრთნელოდ დარჩა

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ბელგიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ივეს ვანდერჰაეგესთან მოქმედი კონტრაქტი გაწყდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „გენტის“ ახალი თავკაცი.

„კლუბმა შეწყვიტა თანამაშრომლობა მწვრთნელ ივეს ვანდერჰაეგესთან და მადლობა გადაუხადა გაწეული შესანიშნავი სამსახურისთვის, რომელსაც გასულ სეზონში მიაღწია. მე-4 ადგილი და ევროპა ლიგის საგზური. კლუბი წარმატებას უსურვებს შემდგომ კარიერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვანდერჰაეგე ჩაკვეტაძის გამუდმებით ენდობოდა, ხოლო ქვილითაიას ნე-ნელა უთმობდა სათამაშო დროს სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა.

„გენტისთვის“ კი ეს სეზონი, განსაკუთრებით, ბოლო ნაწილი ძალზე ცუდად მიმდინარეობს - 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.125604