ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში იმყოფება და ობიდოსის 25-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
ბოლქვაძემ და ხორვატმა ანა ვრლიჩმა წყვილთა შეჯიბრის პირველ წრეში ფინელ მია ნიკოლ ეკლუნდსა და გერმანელ კატარინა ჰერინგს 7:5, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც სერბ ნატალია კოსტიჩსა და იაპონელ აკიკო ომაეს (მე-3 განთესვა) გაეჯიბრებიან.
ერთეულთა ტურნირში ბოლქვაძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ეკატერინა შალიმოვას დაუპირისპირდება.