ესპანური მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" მცველი ტომას ვერმალენი კლუბის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ სპეციალურ სარეაბილიტაციო კურსს გადის, რომლის მიხედვითაც, მცველი მოედანს დეკემბერში დაუბრუნდება.
ვერმალენი "ბარსელონაში" ტრავმირებული გადავიდა და დღემდე მუხლქვედა მყესების პრობლემა აწუხებს. მოსალოდნელია, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი დეკემბრამდე გასტანს და ბელგიელს "ბარსელონაში" დებიუტი 3 დეკემბერს "უესკას" წინააღმდეგ ესპანეთის თასის შეხვედრაში ექნება.