ჭიდაობა

1:15 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა 5 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

7 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სარიგერმეში დასრულდა მსოფლიოს პირველობა საპლაჟო ჭიდაობაში, სადაც ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ნაკრები ტურნირზე 6 მონაწილით იყო წარდგენილი, საიდანაც ხუთმა მედლის მოპოვება შეძლო.
მსოფლიოს ჩემპიონები კოტე ხაბალაშვილი (70 კგ.) და იაკობ მაქარაშვილი (80 კგ.) გახდნენ. ორივე ქართველმა ფალავანმა ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა: კოტემ სემიონ რადულოვი, ხოლო იაკობმა – ვასილ მიხაილოვი.
ვერცხლის მედლები ირაკლი მწითურმა (90 კგ.) და ახალგაზრდული ნაკრების წარმომადგენელმა თორნიკე ქათამაძემ (60 კგ.) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ჯაბა ყველაშვილი (80 კგ) დაეუფლა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 79 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეჯიბრი პირველი სალიცენზიო ეტაპი გახლდთ 2019 წელს სან დიეგოში (აშშ) გასამართი მსოფლიო ქვიშის თამაშებისათვის.

0.132218