კალათბურთი

23:53 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი “რეალთან” საუკეთესო იყო

ესპანური “უნიკახას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა და მადრიდის ”რეალთან” მატჩში მალაგელთაგან საუკეთესო იყო.

“უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა 82:89 წააგო, შერმადინმა კი მოედანზე 20:01 წუთი გაატარა და 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს “უნიკახას” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“რეალის” რიგებში გამორჩეული ვალტერ ტავარეში იყო 14 ქულითა და 11 მოხსნით, ფაკუ კამპაცომ კი 13 ქულას 5 პასი წაამატა.
მალაგელებს 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდათ და მე-5 ადგილზე არიან, შემდეგი შეხვედრა კი “გრან კანარიასთან” ელით.

0.119438