ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსში“ გადასვლამდე „ტორონტოსთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობდა, აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „მეფეს“ „ლეიკერსიდან“ შეთავაზება, რომ არ მიეღო კარიერას კანადურ კლუბში გააგრძელებდა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმსმა „ლეიკერსთან“ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაშიც 154 მილიონ დოლარს მიიღებს.