სხვა

12:15 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბმა კონორს აჯობა - ბრძოლა არენაზე და არენის მიღმა (+VIDEO)

დაღესტნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ს საჩემპიონო ბრძოლაში ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. სანამ მოგებულად გამოაცხადებდნენ, საბრძოლო არენის ღობეს გადაახტა და მაკგრეგორის გუნდის წევრებთანაც იჩხუბა. პარალელურად, ხაბიბის გუნდის წევრები შეცვივდნენ არენაზე და კონორს დაუშინეს მუშტები.

დღეს დილით, ლას ვეგასში გამართული გახმაურებული ბრძოლა ოთხი არასრული რაუნდი გაგრძელდა. ნურმაგომედოვი მოლოდინისამებრ, პარტერით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და გამოსდიოდა კიდეც. მაკგრეგორი კი ტრადიციულად, ჩხუბით აპირებდა ფონს გასვლას, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ამ კომპონენტში მაინც აჯობა მეტოქეს.

მეოთხე რაუნდის მიწურულს კონორი დანებდა. ხაბიბმა კი მოზღვავებულ ემოციას ვერაფერი მოუხერხა და დარჩენილი ენერგიის დასახარჯად დარბაზში გადაეშვა საჩხუბრად. ხელჩართული ჯგუფური ორთაბრძოლები ხუთიოდ წუთში დასრულდა და გამარჯვებისთვის საჩემპიონო ქამრის გადაცემის დროც დადგა, მაგრამ UFC-ს ხელმძღვანელებმა ნურმაგომედოვს არასპორტული საქციელი შეახსენეს, გასახდელში გაუშვეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადეს მოგებულად.

ლას-ვეგასის დარბაზის ტრიბუნებზე შეკრებილმა ირლანდიელმა ქომაგებმა ხაბიბი სტვენით და სხვადასხვა ნივთების სროლით "გააცილეს”.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერაში 29-ე შეხვედრა ჩაატარა და დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება. კონორ მაკგრეგორმა კი მეოთხე მარცხი იწვნია.

0.117078