„ჩელსის“ ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება სურს. ესპანელის ახლანდელ ხელშეკრულებას სეზონის ბოლოს ეწურება ვადა.
„კლუბში სიამოვნებით დავრჩებოდი, - უთხრა ფაბრეგასმა Sky Sports-ს, - ერთად გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ. თავს არც მომავალში დავზოგავ. ახლა ჯერი კლუბზეა.“
ფაბრეგასი „ჩელსიში“ 2014 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა. ახლახან გაჩნდა ინფორმაცია, რომ სესკის გადაბირება „მილანსაც“ სურს.