ფეხბურთი

15:06 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" მოურინიოს გათავისუფლება უარყო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისფლდება. აღნიშნულ ცნობას Sky Sports-ი ავრცელებს.

პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოურინიო „წითელ ეშმაკებს“ „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ დატოვებდა, მაგრამ ზემოხსენებული წყაროს ცნობით, კლუბმა ეს შესაძლებლობა გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და პრემიერლიგაში 7 ტურის თავზე მხოლოდ 10 ქულა აქვს. ამასთან, ინგლისის ლიგის თასს ჩემპიონშიფის ბინადარ „დერბი ქაუნთისთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

0.129919