ფეხბურთი

12:15 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინულ-ბრაზილიური ვნებანი კოპა ლიბერტადორესზე

კოპა ლიბერდტადორესის თასის, იგივე სამხრეთ ამერიკული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დასკვნით ფაზაშია და რაც მთავარია, ძალიან მაგარ აფიშას გვთავაზობს.

უკვე ცნობილია ნახევარიფინალური წყვილები, რომელიც მთლიანად ბრაზილიურ-არგენტინული დუელებისგან შედგება: „რივერ პლეიტი“ – „გრემიო“, „“ბოკა ხუნიორსი“ – „პალმეირასი“.

მართლაც ჩინებული ანონსია და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მოყვარულთ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ. 1/4 ფინალში ოთივე გუნდმა ადვილად გაიმარჯვა.

„ბოკამ“ ასევე, ბრაზილიური „კრუზეირო“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა (2:0, 1:1), „რივერმა“ არგენტინულ დერბში „ინდეპენდიენტეს“ აჯობა (3:1, 0:0), „პალმეირასმა“ ჩილეს საუკეთესო გუნდი „კოლო კოლო“ დატოვა უშანსოდ (2:0, 2:0), ხოლო კიდევ უფრო ადვილად მოახერხა ნახევარფინალში გასვლა „გრემიომ“, რომელმაც არგენტინული „ტუცუმანი“ გაანადგურა (2:0, 4:0).

ნახევარფინალური შეხვედრები 23 და 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მოკლედ, როგორც ხედავთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ფინალში „სუპერ კლასიკო“ შედგეს. თუ ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალში „ბოკასა“ და „რივერის“ გზები გადაიკვეთება.

აქვე გეტყვით, რომ კოპა ლიბერტადორესი „ბოკას“ ექვსჯერ (1977, 1978, 2000, 2001, 2003, 2007), „რივერს“ სამჯერ (1986, 1996, 2015), „პალმეირასს“ ერთხელ (1999) და „გრემიოს“ სამჯერ (1983, 1995, 2017) მოუგიათ.

0.202291