ფეხბურთი

10:51 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამედ - პარუნაშვილი "ესბიერგში" საუკეთესოა

ლაშა პარუნაშვილი "ესბიერგის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა სექტემბრის თვეში. აღნიშნულ ინფორმაციას დანიური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

საინტერესოა, რომ ლაშამ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამედ მოახერხა კლუბში საუკეთესოობა. იქამდე, ივლისსა და აგვისტოშიც გაიმარჯვა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა დანიის სუპერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.11352