საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის ფიბა-ს რეგიონალური ინსტრუქტორი, მსაჯთა და მსაჯ-მდივანთა კოორდინატორი, რუშთუ ნურანი. ბატონი ნურანი ქართველი მსაჯებისა და მსაჯ-მდივნებისთვის ჩაატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ სემინარს, რომელზე დასწრებაც, ახლახან კალათბურთის წესებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მწვრთნელებისთვისაც მიზანშეწონილია.
რუშთუ ნურანის სემინარი 7 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (თსუ-ს მაღლივ კორპუსთან), 14:00 საათზე გაიმართება.
www.gbf.ge