ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” მადრიდულ “ფუენლებრადას” ესტუმრა და 93:79 იმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17:12 წუთი გაატარა და 9 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეხვედრის გმირი მალაგელთა უკანახაზელი ხაიმე ფერნანდესი გახდა, რომელმაც 11-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და 28 ქულა მოაგროვა.
“უნიკახა” 2 მოგებით ლიდერთა შორის იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 ოქტომბერს, მადრიდში, “რეალთან” ჩაატარებს.