ჩოგბურთი

21:55 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალში ჯაზირის გაეჯიბრება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი) მეოთხედფინალში ტუნისელ მალეკ ჯაზირის გაეჯიბრება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აფრიკელმა ჩოგბურთელმა დღეს მცირე სენსაცია მოახდინა და მე-2 ნომრად განთესილ გერმანელ ალექსანდე ზვერევს 7:6 (7:4), 2:6, 6:4 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე უკვე აჯობა ამერიკელ ჯეკ სოკსა და ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს, ჯაზირიმ კი საწყის რაუნდში ჩინელი იბინ ვუ დაამარცხა.
26 წლის ქართველი ჩოგბურთელი 34 წლის ტუნისელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და თუკი მისი დამარცხება შესძლო, 180 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ამ დროისთვის ნიკოლოზს 1347 ქულა აქვს და ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” მისთვის სარეკორდო 29-ე ადგილი უკავია, ჯაზირი კი 56-ეა.
ხვალინდელი მატჩი სტარტს თბილისის დროით 15:30 საათზე აიღებს.

0.114737