ფეხბურთი

19:26 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შესაძლოა მასიმო მორატი გახდეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შესაძლოა მასიმო მორატი გახდეს. მილანის „ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი და მეპატრონე. ჯერჯერობით მხცოვან იტალიელს გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ხსენებულ ინფორმაციას არ უარყოფს.

საინტერესოა, რომ მორატის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელი ანდრეა ანიელი ლობირებს. მორატიც გადაწყვეტილების მიღებამდე, სწორედ ანიელისთან აპირებს საუბარს:

„ამჟამად კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ჯერ კიდევ არ შევხვედრილვართ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ხმების ჩემი შესაძლო პრეზიდენტობის შესახებ გავიგე. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.

სწორედ ამიტომ, მინდა ანიელის შევხვდე და ვესაუბრო, რატომ მიჭერს მხარს“, - აღნიშნა მორატიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ბოლოს კარლო ტავეკიო ხელმძღვანელობდა, თუმცა იტალიის ნაკრების წარუმატებლობის გამო პოსტის დატოვება მოუწია.

0.11191