ალექსანდრე კოტორაშვილი 75 წლისაა და 55 წელია, ქართული სპორტის სამსახურშია. ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი, მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს პირველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის პრემიის ლაურეატი, საერთაშორისო ფოტოკონკურსების გამარჯვებული და პრიზიორი დღესაც ძველებური შემართებით აფიქსირებს სპორტულ და არა მხოლოდ სპორტულ კადრებს. გთავაზობთ მის სახალისო ფოტოებს ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადიდან.
თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან