ფეხბურთი

11:34 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „ყველაფერი ჩემი ბრალია“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ (0:1), „ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „წავაგეთ და სალაპარაკო ბევრი არაფერია. მომენტები გვქონდა, მაგრამ ძალიან ღიად ვირჯებოდით. მოთამაშეების განლაგებაც არ იყო საუკეთესო. სამმა მცველმა პრობლემა ვერ გადაწყვიტა. ბურთიც ჯეროვნად ვერ დავიჭირეთ.

ვაღიარებ, მეტოქე უკეთესი იყო. შეიძლება წააგო, მაგრამ კარგად ითამაშო. დღეს თამაშიც არ გამოგვივიდა და ეს ჩვენივე ბრალია. ბიჭები ცდილობდნენ, მაგრამ ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

მეორე ტაიმი უარესი გამოდგა. ცუდის ნიშანია, როცა იძულებული ხარ აღიარო, რომ გუნდში საუკეთესო მეკარე იყო. ისე კი, დიდწილად ყველაფერი ჩემი ბრალია.“

„ლივერპულმა“ მეორე მატჩი წააგო წლევანდელ სეზონში. პირველი „ჩელსისთან“ იყო ინგლისის ლიგის თასზე.

0.114144