ფეხბურთი

9:00 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: „ახლა მესი ბედნიერია, ჩვენც სწორედ ეს გვინდა“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „ბარსელონამ“ სტუმრად ლეგენდარულ „უემბლიზე“ „ტოტენჰემი“ 4:2 დაამარცხა და C ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

„როგორც ვფიქრობდით, რთული მატჩი გამოდგა. რა შეიცვალა ჩვენს თამაშში? არაფერი. იგივე გუნდი ვართ, რომელსაც გამარჯვებები სწყურია. უბრალოდ, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში ბედი არ გვწყალობდა.

კოუტინიო? მან გოლიც გაიტანა და პარტნიორებსაც ეხმარებოდა. არტური? ის სასარგებლოდ გაირჯა. რამდენიმე ჩინებული ართმევაც გამოუვიდა. ვიმედოვნებ, ასევე გააგრძელებს.

მესი? საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილზეა. ახლა ის თავს ბედნიერად გრძნობს და ჩვენც სწორედ ეს გვინდა.“ - უთხრა „ბარსას“ მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებს.

C ჯგუფში „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ მაქსიმალური 6-6 ქულა მოაგროვეს. კატალონიელებს უპირატესობა მეტი გატანილი გოლების გამო აქვთ. „ტოტენჰემი“ და პსვ კი ჯერჯერობით უქულოდ რჩებიან.

0.123222