ფეხბურთი

17:54 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი "მანჩესტერში": პოგბა ვერ საუბრობს, ვალენსია - ბოდიშს იხდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მედიის წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა.

„ბოდიში, მაგრამ მედიასთან საუბარი ნებადართული არ მაქვს“, - ასეთი პასუხი გასცა ფრანგმა ჟურნალისტებს „ოლდ ტრაფორდის“ მიქს ზონაში „ვალენსიასთან“ უგოლო ფრის შემდეგ.

ამასობაში, კიდევ ერთი ვალენსია, ოღონდ „წითელი ეშმაკების“ კაპიტანი ანტონიო სოციალურ ქსელში პოსტს ალაიქებს, რომლის არსი ჟოზე მოურინიო დათხოვნაში მდგომარეობდა.

საქმე ისაა, რომ „მანჩესტერის“ გულშემატკივარმა ინსტაგრამზე სწორედ ვალენსიას ფოტო ატვირთა, მაგრამ სათაურიდან პორტუგალიელის გათავისუფლებას ითხოვდა. დღეს კი, ვალენსიას მომხდარის შესახებ ბოდიშის მოხდა მოუწია:

„ფოტო ისე დავალაიქე, რომ ტექსტი არ წამიკითხავს, რადგან სურათში მე ვიყავი. ვიხდი ბოდიშს, რადგან ეს არაა ჩემი მოსაზრება. მე და ჩემი თანაგუნდელები მწვრთნელს მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ შედეგების გასაუმჯობესებლად“, - დაწერა „მანიუს“ კაპიტანმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ სეზონი საშინლად დაიწყო. პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს, ინგლისის ლიგის თასს ქვედა ლიგელ „დერბი ქაუნთისთან“ გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.

0.115027